ახალი ამბები მთავარი ციტატა

“განიხილებოდა მარნეულის გახსნა, მაგრამ აქციის გამო კვლავ საჭიროებს მონიტორინგს” – ტიკარაძე

“ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულის და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ მოვლენიდან გამომდინარე, ჩვენ დღესდღეობით ვგეგმავთ რა ღონისძიების ჩატარება შეიძლება მარნეულში. იქედან გმაომდიანრე, რომ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა, შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩატარდეს დამატებითი ტესტირები და თერმოსკრინინგი. არ ვიტყოდი დიდი ხნით [გადაიდო შეზღუდვების მოხსნა], მაგრამ ის საჭიროებს კიდევ გარკვეულ მონიტორინგს.”

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....