ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოჭორიშვილის კლინიკაში პაციენტს 33-ე დღეა კორონავირუსი აქვს

ბოჭორიშვილის კლინიკაში არის პაციენტი, რომელთანაც კორონავირუსი 33-ე დღეა არ დასრულებულა – ამის შესახებ, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„დიდი ხანია პაციენტი თავს ცუდად არ გრძნობს, მაგრამ დღევანდელი დამტკიცებული პროტოკოლის საფუძველზე, ვიდრე არ მოხდება 24-საათში 2 უარყოფითი ტესტის დადასტურება, მას ბინაზე ვერ გავწერთ“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....