ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ვირუსის 80% უსიმპტომოდ მიმდინარეობს” – ეკატერინე ტიკარაძე

“ჩვენს მიერ მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული ტესტირებებიდან გამოვლინდა, რომ 10% არის დადებითი, რომლებიც მიმდინარეობდა უსიპტომოდ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვირუსის 80% უსიმპტომოდ მიმდინარეობს.”

ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი

აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....