თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19 ის 3 116 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 115 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ვირუსს ჯამში 2 491 პაციენტი ემსხვერპლა. ხოლო 101 790 დაინფიცირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთ დღეში თურქეთში 2 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან სულ კორონავირუსისგან 18 491 ადამიანი განიკურნა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.
23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.