“საუბარი გვქონდა ვაშინგტონში სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისთან. ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიან, რატომ წელავს ამდენი ხანი საქართველოს მთავრობა პროცესს და რატომ არ ეხმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს. ეკონომიკის ამუშავების, ამ შეზღუდვების, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის ერთადერთი გზა არის მასობრივი ტესტირება.”
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე
აღნიშნული განცხადებით, “ახალი საქართველოს” ლიდერი ხელისუფლებას ფინანსური რესურსების მოძიებისკენ მოუწოდებს.