“გირჩის მიერ იპოდრომზე ჩატარებული აქცია ნაცმოძრაობის კლასტერის შემადგენელია. ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლობა, რაც ჩაიდინა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ესაა გამიზნული ქმედება სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ. ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე. მათი ქმედებები დესტაბილიზაციისაკენაა მიმართული.”
გია ვოლსკი – ქართული ოცნების დეპუტატი
აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ პარლამენტში, ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ დღეს “გირჩმა” იპოდრომზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართა.