„უკვე დაიწყეს იმ თემის გავრცელება, რომ სააკაშვილი მოვა და როგორც ადრე, როდესაც თავიდან კარგი ურთიერთობები ჰქონდა პოროშენკოსთან, ხოლო შემდეგ კი დაეტაკა მას, ზუსტად ასე, სამ-ოთხ თვეში ზელენსკის დაეტაკება. ეს სრული სისულელეა. ნუ ექნებათ ამის იმედი. ჩემი მიზანი დახმარების გაწევაა. არ ვაპირებ უკრაინის პოლიტიკაში მთავარი ვარსკვლავი ვიყო და გოლები გავიტანო. კარგად ვგრძნობ თავს ნახევარმცველის ან მოთამაშე მწვრთნელის ადგილზე.“
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ექსპრეზიდენტი
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина 24-ის ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნული საკითხი უკრაინის პარლამენტმა 24 აპრილს უნდა განიხილოს.

