“მესმის, რომ საზოგადოების გარკვეული და ძალიან დიდი ნაწილისთვის ჯარიმის გადახდა შეიძლება, ძალიან რთული იყოს, მაგრამ პრევენციულობაც იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთმა მოქალაქემ არ უნდა დაარღვიოს წესები, რადგან ეს მომეტებულ საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.”
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
დეპუტატის განცხადებით, კანონის გამკაცრებას მხოლოდ პრევენციული ხასიათი აქვს.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.