ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კორონავირუსი არ უნდა აქციოს ხელისუფლებამ მოკავშირედ და ფარად..” – გედევან ფოფხაძე

“კორონავირუსი არ უნდა აქციოს ხელისუფლებამ მოკავშირედ და ფარად თავისთან მიმართებაში, ეს არანაირად არ იქნება სწორი. არც იმ მხრივ, რომ რაღაც ძველი შეცდომები და ეკონომიკის თუ სოციალურ სფეროში არგაკეთებული საქმეები ჩამოეწეროს კორონავირუსთან მიმართებაში, ან ახლა გადასინჯოს უკვე მიღწეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები.”

გედევან ფოფხაძე – ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი

აღნიშნული განცხადება ფოფხაძემ, “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....