ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პლაქვენილის” გამოყენებისას პროტოკოლი ჯერჯერობით არ შეიცვლება, დარჩება ისე, როგორც წერია”- ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის კლინიკურ მართვაზე შექმნილ პროტოკოლში ამ ეტაპზე არანაირი ცვლილების შეტანა იგეგმება, მათ შორის არც პრეპარატ “პლაქვენილის” გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პრეპარატ “პლაქვენილის” გამოყენებაზე პროტოკოლში ცვლილება ხომ არ იგეგმება.

ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამ პრეპარატის გამოყენების რეკომენდაცია სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტებისა და ქვეყნების პრაქტიკასთან.

“პლაქვენილის გამოყენებისას პროტოკოლი ჯერჯერობით არ შეიცვლება, დარჩება ისე, როგორც წერია პროტოკოლში, რომ პლაქვენილი ენიშნება საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე ავადმყოფებს. ეს პრაქტიკა და გადაწყვეტილება მოდის სრულ შესაბამისობაში ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის რეკომენდაციებთან. ეს რეკომენდაციები გაცემული აქვს 28 მარტს და არ შეუცვლიათ. ასევე ეს რეკომენდაცია მოდის სრულ შესაბამისობაში მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების და ქვეყნების მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის და სხვების მიერ მიღებულ პრაქტიკასთან. რაც ყველაზე მთავარია ამ პრაქტიკამ მაქსიმალურად გაამართლა საქართველოში,”- აცხადებს ცერცვაძე.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირებულებთან სამკურნალოდ პრეპარატ “პლაქვენილის” გამოყენებამ კითხვები გააჩინა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ აღნიშნული მედიკამენტი მსუბუქ პაციენტებში, ანდა ჯანმრთელ, ასიმპტომურ პაციენტებში საპროფილაქტიკოდ არ გამოიყენება.

ცნობისთვის, 17 აპრილს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა პოსტი გაავრცელა, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება. ზურაბ გურულის განცხადებით, ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის.

 

იტვირთბა....