თბილისის ინფექციური საავდმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვინაიდან ქვეყაანში საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი შეზღუდვები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ასეთ პირობებში უნდა გვქონდეს ინფიცირებულთა რაც შეიძლება მცირე რაოდენობა,
აღნიშნული განცხადება თენგიზ ცერცვაძემ გორში გააკეთა.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ახლა რეკომენდაციების დაცვით უნდა შეჩერდეს ის ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა,
ამასთან, მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ კორონავირუსთან ერთად ისწავლონ ცხოვრება.
“შესაძლოა,ყველას თავისი ვერსია ჰქონდეს, ჩემი ვერსია ასეთია – ჩვენ უნდა შევაკავოთ ეს ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, აღარ აღინიშნება ახალი შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.საბედნიეროდ, ჩვენთან ბოლო რამდენიმე ათეული ინფიცირებულია, თანაც ბოლო დღეებში მოიკლო. სულ ხუთი გარდაცვლილი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვია გარდაცვლილების. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე უნდა შევინარჩუნოთ ამ დონეზე. შეიძლება, მოიკლოს კიდეც ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საკარანტინო მოთხოვნებს, რომლებიც ცალკეულ რეგიონებში მოქმედებს, ზოგან მკაცრად, ზოგან ნაკლებად მკაცრად. ამიტომ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, ამას ნიშნავს ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად, – რაც შეიძლება მცირე რაოდენობა უნდა გქვოდნეს ინფიცირებულების, რათა გადაცემათა და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი“ ,- განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა. მათგან,111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით გაიზარდა.