საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 24 აპრილისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი 3.1854 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი ლარი 3.1749 ღირდა.
ხოლო, მცირედით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4291 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4502 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 24 აპრილს ამოქმედდება.