“გვყავს ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც წასული… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ ამ დაუდევრობის გამო, მისი ოჯახის წევრი, დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში. ესაა საზოგადოების უპასუხისმგებლობა. ვირუსის შემომტანი უმეტესწილად არის ახალგაზრდა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა დაყოვნდეთ სახლში. წაიკითხეთ წაუკითხავი წიგნები.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი
ამის შესახებ ლევან რატიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევათა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა. მათგან,111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით გაიზარდა.