ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გირჩის” აქტივისტებმა ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები გააპროტესტეს, შემდეგ კი პოლიციამ რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავა

პარტია “გირჩის” წევრებმა იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს. აქტიციტებმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება და მკაცრი შეზღუდვები გააპროტესტეს.

ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციის თანამშრომლებმა აქტივისტები დააჯარიმეს, ნაწილი კი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

“გირჩის” ერთ-ერთმა აქტივისტმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტიის აქტივისტები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ ტირანიას აპროტესტებენ.

ცხვრობას ვაპროტესტებთ, რომ ცხვრებივით მოპყრობა არ გვიყვარს, ადგილზე პოლიციის თანამსრომლები მივიდნენ და აქციის მონაწილეების ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სამართლებრივად რომ შევხედოთ, ჩვენ ახლა ტირანიაში ვცხოვრობთ, რეალურად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. შესაბამისად, ტირანიაში იკრძალება გარეთ გამოსვლა და საჯაროდ ლაპარაკი პრობლემებზე. დღევანდელი სეირნობა, როგორც ჩანს, ჩაითვალა ასეთ რამედ, აქედან გამომდინარე, ადამიანებს, რომლებიც ტირანიის წესებს არღვევდნენ პოლიცია გადაიყვანს სადღაც და ან ჯარიმას გამოუწერენ, ან რაღაც ასეთი მოხდება,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სამართლადმაცველების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ და დაჯარიმდებიან 3 ათასი ლარით. წესების დარღვევის გამო, ჯამში  14 აქტივისტი დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მოქმედ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში აქციის გამართვა აკრძალულია.

 

იტვირთბა....