ახალი ამბები მთავარი სამართალი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კონტროლს პოლიცია უზრუნველყოფს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითში, სადაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა, კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ახორციელებენ.
სოფელ ღვანკითის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო. საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამასთან,  საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა. შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, მთავრობის გადაწყვეტილებიტ ზომები გამკაცრდა და მოსახლეობის ტერმოსკრინინგი დაიწყო. თერჯოლაში ვირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 აპრილს დადასტურდა.
იტვირთბა....