საქართველოში კორონავირუსის ინფექციისგან 111 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.