ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს და 20-მდე ექიმს კოვიდინფექცია დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. აგრესიული ტესტირების ჩატარების შემდეგ კოვიდინფექცია შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელსა და 20-მდე ექიმს დაუდასტურდათ.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ადმინისტრაციაში განაცხადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, ვისაც დაუფიქსირდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია და არიან ექიმები, ვისაც ასევე, დაუფიქსირდათ მათი რიცხვი არის დღესდღეობით 20-მდე. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, სწორედ აქედან გამომდინარე იყო დაგეგმილი ეს გაიდლაინი და ეს ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება,”- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, 9 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის კორონავირუსის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა, სადაც განსახღვრულია ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც მაღალ რისკჯგუფებს წარმოადგენენ. ეს ჯგუფები : პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 420 ინფიცირებულია, მათგან 107 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

იტვირთბა....