“კითხვა, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ჩვენი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და უამრავი ადამიანის გარდაცვალება, კიდევ დიდხანს იქნება მთავარი საკითხი გერმანული და ევროპული პოლიტიკისთვის. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენი ხალხისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ.”
ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერი
ამის შესახებ ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში კორონავირუსის პანდემიაზე საუბრის დროს განაცხადა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის გერმანიაში კორონავირუსის 150 648 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში ვირუსს 5 315 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 103 300 გამოჯანმრთელდა.