“ჩვენ უნდა გავიაროთ სცილასა და ქარიბდას შორის: სცილა არის მასობრივი დაინფიცირებით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფა, ქარიბდა – მასობრივი შიმშილით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფა”
გია ნოდია, განათლების ყოფილი მინისტრი
სოციალური ქსელი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 420 გახდა. მათგან, 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 პირი.