მთავარი ციტატა

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, ყველა ბაზრობა, სადაც გარეული ცხოველებით უკანონოდ ვაჭრობენ, სამუდამოდ დახურონ

“გარეული ცხოველებით ვაჭრობასა და ზოონოზურ დაავადებებს შორის არსებული მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, აშშ მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ცხოველების ბაზრობები და ზოგადად, ყველა ბაზრობა, სადაც გარეული ცხოველებით უკანონოდ ვაჭრობენ, სამუდამოდ დახურონ.”

მაიკ პომპეო – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ვერსია კი ხანში მდებარე ცხოველების ბაზრობას უკავშირდება.

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 2.5 მილიონს გადააჭარბა.

იტვირთბა....