aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არ დაუშვათ შეცდომა, ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ეს ვირუსი ჩვენთან დიდი ხანი დარჩება..” – “ჯანმო”

„ქვეყნების უმრავლესობა ამ ვირუსის გავრცელების დაწყებით ფაზებშია, ხოლო სადაც ვირუსის გავრცელება ადრევე დაიწყო, ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება. არ დაუშვათ შეცდომა, ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ეს ვირუსი ჩვენთან დიდი ხანი დარჩება. არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ სახლში დარჩენის მოწოდებებისა და სხვა ფიზიკური დისტანცირების ზომების მეშვეობით ბევრ ქვეყანაში გავრცელების პროცესი წარმატებით შენელდა, თუმცა ეს ვირუსი ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს.“

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტედროს ადანომ გებრეიესუსი – “ჯანმოს” დირექტორი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცირების და სხვა უსაფრთხოების ზომების გავლენით ევროპაში სიტუაციის დასტაბილურება შეინიშნება, ვითარება იძაბება აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,588,351 მიაღწია. გარდაიცვალა 180,015 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 706,481 პაციენტი.

22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 416 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 107 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5160 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....