ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

კალაძე შეზღუდვების გაუქმების შემდეგ შაბათ-კვირას კერძო ავტომობილების  გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის

თბილისის  მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, რომ მას შემდეგ, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, კვირაში ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში კერძო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდოს .

ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაზე ისაუბრა  და მოქალაქეებს აღნიშნული წინადადება შესთავაზა.

„შესაბამისად, როდესაც აღდგება მოძრაობა, როდესაც უკვე დაიწყებს მუშაობას  შესაბამის სამსახურებ გვაქვს ასეთი იდეა და გვინდა კითხვის  სახით დავსვათ ეს ჩვენი იდეა, მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება,  კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათ-კვირა ხომ  არ  აკრძალოთ კერძო ავტომობილების  გადაადგილება და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი , რათა შესაძლებელი იყოს  აუცილებლობის პირობებში გადაადგილება , რომ თავისუფლად შეძლონ ადამიანებმა ,როგორც ავტობუსებით ასევე მეტროთი მგზავრობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იდეას, რა თქმა უნდა,  სჭირდება დახვეწა, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით ისაუბრებს.

კახა კალაძის თქმით, წინადადებასთან  დაკავშირებით მოგვიანებით ჩატარდება  ინტერაქტივიც .

იტვირთბა....