კომპანია “თბილისი ენერჯა” განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გლდანში, 62 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.
კომპანიის ინფორმაციით, იმავე ბინაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაციც იპოვეს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შემოწმების შედეგად ბინაში აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი აღმოჩნდა.
“დღეს დილით გლდანის მე-5 მკრ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო საგამოძიებო და “თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.