“კითხვები ჩნდება ასევე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ის შედეგი, რაც უნდა მივიღოთ. რა გარანტია გვაქვს, რომ 22-ში დავამთავრებთ (საგანგებო მდგომარეობას), ან თუ არ დავამათავრებთ მაშინ წინასწარ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება, რომ ადამიანებმა დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რამოდენიმე თვე იყოს სახლში და ტიკ ტოკებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები, ზოგს ამოეწურა ფინანსური რესურსი, ზოგს არ ამოეწურა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირება, ადამიანები იმსახურებენ დაგეგმონ ხვალინდელი დღე.”
ლევან გოგიჩაიშვილი – “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი
ეს განცხადება ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. მთავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს მიმართა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი დეკრეტი უკვე გამოსცა. პარლამენტში კი დღეს სხდეომა გაიმართება, სადაც დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრიან. უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას არ დაუჭერენ მხარს ოპოზიციის წევრები.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლიბდებოდა.