“უნდა შეგახსენოთ, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობას მხარი დავუჭირეთ ჩვენ თქვენთან ერთად გავიზიარეთ პასუხისმგებლობა და როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვტოვებთ ჩვენ ამ რეჟიმს. რას უპირებდით ეკონომიკას და სახლში გამოკეტილ მილიონამდე ადამიანს.იქნება პროექტი, რაღაც იდეების მონახაზი. ეს იდეები ჩვენ მოვისმინეთ და სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი პროპაგანდისტული იყო. არ ვენდობით უკვე მთავრობას. ჩვენ დღეს ამ დოკუმენტს მხარს არ დავუჭერთ და პასუხისმგებლობას თქვენ გაკისრებთ, ვინაიდან ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ამ განცხადებით გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმართა.
ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება. მთავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს მიმართა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი დეკრეტი უკვე გამოსცა. პარლამენტში კი დღეს სხდეომა გაიმართება, სადაც დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას კენჭს უყრიან. უკვე ცნობილია, რომ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივებას არ დაუჭერენ მხარს ოპოზიციის წევრები.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის 21 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა. 14 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლიბდებოდა.