“ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ვირუსის გადაცემის შესაძლო ჯაჭვი გაწყვეტილია, საკარანტინო ვადის ამოწურვის შემდეგ, მუნიციპალიტეტს გავხსნით.”
არჩილ ჯაფარიძე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული
ამის შესახებ არჩილ ჯაფარიძემ “პირველ არხს” განუცხადა.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, საკარანტინო ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა. ცაგერი-ლენტეხის გზაზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები პუნქტი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები გააკონტროლებს.