aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რამდენი ხანი მოგვიწევს შეზღუდვებით ცხოვრება – პაატა იმნაძე დაახლოებით თარიღს ასახელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შესაძლოა საზოგადოებას COVID 19-თან ერთად, გარკვეული შეზღუდვებით ცხოვრება კიდევ 1 წლით მოუწიოს. როგორც ის ამბობს, ოჯახური თუ სამეგობრო თავყრილობებისგან, მოგვიწევს საკმაო ხნით გადაჩვევა.

“ეს არის ჩვენი ტრადიციები, მესმის, ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ცხოვრების წესი, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობში ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, ამ ეტაპსაც, იმედია, გავივლით მშვიდად და წყნარად. მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება, ამუშავდება, ნელ-ნელა.

რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენადაც ვისწავლით “კოვიდ 19″-თან ცხოვრებას”. –  აცხადებს იმნაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება. ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმშია 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573 პირი. 411 ადამიანიდან 97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

 

იტვირთბა....