ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ე.წ ესპანურ გრიპს ჰქონდა 2 ძლიერი ტალღა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად” – პაატა იმნაძე

იმნაძე

„ეს დაავადება არის ძალიან გამოუცნობი, ამიტომაც ჩვენ ძალიან გვეშინია ყოველგვარი წინასწარი პროგნოზების, იგივე პოპულაციური იმუნიტეტის შექმნაზე და ასე შემდეგ. გვაქვს ე.წ ესპანური გრიპის ისტორია, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ იმ პანდემიას ჰქონდა 2 ძლიერი ტალღა. ერთი პირველი და მეორე, უფრო ძლიერი ტალღა. ამიტომაც, ახლა რამის თქმა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ… ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და რაღაცების შეცვლა ჩვენს ცხოვრებაში.“

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

აღნიშნული განცხადება იმნაძემ, “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....