ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში არის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. აღნიშნული განცხადება იმნაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

„ჩვენ გვყავს ასეთი ადამიანი, ერთი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ ეს, აქამდე არ გვითქვამს. ის, შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 411 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....