„მაჟორიტარებმა შეიტანეს ამ რაღაც ფონდში ფული, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი შეიტანა. ბიზნესმენებს აიძულებენ ფულის შეტანას” – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ფონდი მაჟორიტარული ყულაბაა და მაჟორიტარები ამ ფონდიდან ეწევიან საარჩევნო კამპანიას.
„მაჟორიტარებმა შეიტანეს ამ რაღაც ფონდში ფული, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი შეიტანა. ბიზნესმენებს აიძულებენ ფულის შეტანას. ეს ბიზნეს რეკეტია. ბევრმა ბიზნესმენმა შეწყვიტა ფულის შეტანა, რადგან ეს არის მაჟორიტარული ყულაბა. მაჟორიტარები ამ ფონდიდან ეწევიან საარჩევნო კამპანიას.
პარლამენტში 29 ოფიციალური მაჟორიტარი მილიონერია. გადავამოწმოთ ვინ შემოიტანა პირველად ფული – ვინც სახელმწიფო ტენდერებს ღებულობდა. ბიზნესისაც გამკვირვებია, სადღაც დებს ფულს და შემდეგ მთავრობას ანდობს ხარჯვას. ბიზნესმა უნდა ხარჯოს ფული. ხელისუფლება ჩვენ გვიზღუდავს გადაადგილებას საშუალებას, მორალურ კრიტიკას ეწევა და ამბობს, რა დროს კრიტიკაა“, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.