“დღეს ჩვენ შევედით მეხუთე კვირაში. ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების ზრდა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმორჩილესად, რომ ის მთავარი სლოგანი, რომელიც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში – „დავრჩეთ სახლში“, ის ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს.“
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც გამყრელიძე აცხადებს, საქართველო ერთ-ერთი დაბალია მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლით, თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ყველაფერი წინ არის, რადგან პანდემია ვრცელდება მთელ მსოფლიოში.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.