ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში 72 წლის კაცმა, თანმხლები სიმსივნური დაავადებებით COVID-19 დაამარცხა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, 72 წლის კაცმა, რომელსაც თანმხლები სიმსივნური დაავადება ჰქონდა COVID 19 დაამარცხა და სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დილით დატოვებს.

ინფექციური მასთან ერთად შესაძლოა კიდევ ორმა პაციენტმა დატოვოს.

ამ დროისთვის კლინიკაში, COVID-19-ით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს. არც ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ან კრიტიკული არ არის.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....