საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ “იმედის” პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის დათრგუნვის საკმაოდ სერიოზულ რესურსებს ფლობდა. ახლა ამდენი რესურსი აღარ აქვთ, მაგრამ ნაკლებ საფრთხეს არ წარმოადგენენ.
„2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის დათრგუნვის საკმაოდ სერიოზულ რესურსებს ფლობდა. ახლა ამდენი რესურსი აღარ აქვთ, მაგრამ მე არა მგონია, რომ ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მართალია, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვთქვით, რომ არჩევნები ჩატარდა რევოლუციის გარეშე, მაგრამ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამისათვის. უფროს თაობას კარგად ახსოვს, როგორ ითხოვდა საზოგადოება რადიკალური ზომების გატარებას და თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებას, ვინაიდან ვერავის წარმოედგინა, რომ ამ მანქანის დამარცხება შესაძლებელი იქნებოდა. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ ამას. პარტიის თავმჯდომარე ითხოვდა და მიაღწია კიდევაც იმას, რომ არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება და ეს საკმაოდ დიდი ადამიანი რესურსის ხარჯზე მოხდა. ხაზი უნდა გავუსვათ კიდევ ერთ გარემოებას – თავად სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულმა ხალხმა გაითავისა ის პრობლემები, რაც შეიძლება სახელმწიფოს შექმნოდა, კიდევ ცოტა რომ გაგრძელებულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.