რუსეთის დედაქალაქში, ელოხოვოს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი COVID-19-ით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, „ტასი“ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. ის 48 წლის იყო და 2013 წლიდან საკათედრო ტაძარს წინამძღვრობდა.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 52 700-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილია 456 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

