„საქართველო მზად არის, წარმოჩინდეს გლობალურ ეკონომიკაში, გლობალურ ბაზარზე ახალი როლით – როგორც ალტერნატიული პლატფორმა ბიზნესისთვის და მსხვილ კორპორაციებს ბიზნესის აქ გადმოტანა შევთავაზოთ. ჩვენ ვგრძნობთ ამ ტრენდს. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ამ თვალსაზრისით, ლოგისტიკურად, გამჭვირვალობისა თუ დაბალი გადასახადების თვალსაზრისით და რაც მთავარია, თუკი უფრო სწრაფად გადავლახავთ არსებულ გამოწვევას და დავძლევთ ეპიდემიას, ეს მოგვცემს დამატებით კონკურენტულ უპირატესობას.”
ნათია თურნავა – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
აღნიშნული განცხადება თურნავამ, კონფერენციაზე განაცხადა
შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავამ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ონლაინ სადისკუსიო პანელში „კოვიდ-19“-ის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.
ონლაინ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ჩინეთში, მონღოლეთსა და კორეაში მარტინ რაიზერი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ევროკავშირის ქვეყნებში არუპ ბანერჯი და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია.
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.