“ეს არის მთელი საზოგადოების, მოქალაქეების პირდაპირი შეურაცხყოფა. ადამიანი, რომელიც ქვეყნის დეფაქტო მმართველია, ფორმალურად კი მმართველი პარტიის თავჯდომარეა და ყველაფერს წყვეტს, ამ უმძიმესი კრიზისის დროს სიტყვა არ უთქვამს, არ დაგვლაპარაკებია არავის, რას ფიქრობს, რა ხედვა აქვს და აი, ასე მიეგება საზოგადოებას. მან პირდაპირ უთხრა ყველას, ფეხებზე მკიდიხართო. ნორმალურ ვითარებაში ეს არ იქნებოდა ამხელა ამბავი, რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია ვინ რითი ერთობა, მაგრამ ამ კონტექსტში ეს არის შეურაცხყოფა. მან გარკვევით თქვა, რომ ფეხებზე კიდია მთელი ეს ქვეყანა.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი
აღნიშნული განცხადებით ბოკერია, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ეხმაურება, tik tok-ზე ბიძინა და ბერა ივანიშვილების ვიდეოს.