დიდ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მდივნის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილს დაიწყება.
„ჩვენ ყველა რესუსს გამოვიყენებთ ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად“, – განაცხადა მეთ ჰენკოკმა.
ჰენკოკმა ოქსფორდისა და ლონდონის საიმპერატორო უნივერსიტეტებში მიმდინარე კვლევებს იმედისმომცემი უწოდა და თქვა, რომ მთავრობა 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაურიცხავს ოქსფორდის გუნდს, რათა ვაქცინების კლინიკური გამოცდა გაგრძელდეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.