ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კინკლაობას სჭირდება ორი მარე, ჩვენ არ გვცალია ვინმესთან საკინკლაოდ..” – არჩილ თალაკვაძე

“კინკლაობას სჭირდება ორი მარე, ხომ ასეა?! ჩვენ არ გვცალია ნამდვილად ვინმესთან საკინკლაოდ. ახლა ყველა ვართ მობილიზებული და ორიენტირებული, რომ გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, მოვამზადოთ სწორი გეგმები და განვახორციელოთ ეს გეგმები ეფექტურად.”

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....