aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ხელისუფლების გადაწყვეტილება ქმნის საფუძველს, სამოქალაქო ლოიალობა სამოქალაქო აგრესიაში გადაიზარდოს” – ხუხაშვილი

“შემაშფოთებელი ის არის, რომ ხელისუფლება უკვე არა ცივი გონებით და სახელმწიფოებრივი აუცილებლობით, არამედ არც თუ რაციონალური შიშებით ხელმძღვანელობს თავის გადაწყვეტილებებში. ეს ქმნის საფუძველს, რომ სამოქალაქო ლოიალობა სამოქალაქო აგრესიაში გადაიზარდოს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

აღნიშნული განცხადება ხუხაშვილმა, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. რითაც მთავრობის გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის ერთი თვით გახანგრძლივებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 408 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 97 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,517,579 მიაღწია. გარდაიცვალა 173,422 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 660,274 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....