მთავარი ციტატა

“სახელმწიფოს შეუძლია, 1 200-დან 1600-მდე ინფიცირებული სრულყოფილი მომსახურებით უზრუნველყოს, შემდეგ კი მომსახურება ვეღარ იქნება სრულყოფილი”

“არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქალაქეს, რომელსაც კოვიდის რაიმე ნიშანი აღმოაჩნდა, ადეკატური მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გარეშე დარჩენილიყო. ეს დონე რომ უზრუნველვყოთ, ამისთვის დაახლოებით ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს. დღეს თუ 400 პაციენტია, ამ დონით, რომელიც დღეს გვაქვს, სახელმწიფო 1 200 – დან 1 600-მდე პაციენტს უზრუნველყოფს. შემდგომში ეს მომსახურება ვეღარ იქნება ასეთი სრულყოფილი. შემდეგში შეიძლება გამოვიყენოთ მომსახურების ის ტიპი, რომელიც არის ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, როდესაც მომსახურება შემოიფარგლება ნაწილობრივი დახმარებით და ძირითადად, პაციენტების სახლში დარჩენით.”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რიცხვი 408-მდე გაიზარდა. ვირუსისგან გარდაიცვალა ოთხი პაციენტი. ხოლო, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

.ცნობისთვის, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....