საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიერ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით შეთავაზებულ ინიციატივაზე ხელიხუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.
სააკაშვილი ფინანსტა მინისტრს პასუხობს და აცხადებს, რომ ივანე მაჭავარიანს არცერთ უცხოურ ორრანიზაციაში სერიოზულად არ მიიღებენ და “მას ვინმე მაქსიმუმ “ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე თუ დაელაპარაკება.”
მისივე შეფასებით, მისი მხრიდან უცხოური ინვესტიციების მოძიება მმართველი გუნდის ინტერესებშიც შედის.
“საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ “ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე, მსოფლიოს ინსტიტუტებში ასეთ ხალხს არავინ არ დაელაპარაკება. თქვენივე ინტერესებშია, რომ მომცეთ საშუალება საქართველოსთვის გამოვაწვდენინო დახმარების ხელი ჩვენ მეგობრებს. ეს ეხება თითოეულ ქართველს და ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას, ზუსტად ვიცი რა მოხდება თუ არ იქნება ძალიან მასშტაბური უცხოური ფულის შემოდინება,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება გაავრცელა. სააკაშვილი ითხოვს, რომ მას მისცენ საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დახმარებას ჩამოიტანს.
ამ ინიციატივას ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ “სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ.”