საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ქვეყანა პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ “ტვიტერის“ გვერდზე წერს.
გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო გმობს სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას. ყველას, ვინც ნაცისტების დანაშაულებებს ემსხვერპლა. ჩვენ ვგმოთ ანტისემიტიზმის და სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას. ვიხსენებთ გარდაცვლილებს, პატივს მივაგებთ გადარჩენილებს და ლტოლვილებს“, – წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. ამ პერიოდში 6 მილიონზე მეტი ებრაელი იქნა მოკლული.