“ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანა დღეს არის ეკონომიკის გადარჩენა. ამაზე პასუხი არ გვაქვს, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას. ჩვენ ვხედავთ, რომ საგანგებო მდგომარეობა ფაქტობრივად დაემსგავსა კრიმინალურ ქრონიკას. სამართალდამცველები თავად არღვევენ იმ წესებს, რაც მიიღო ხელისუფლებამ. ამის შედეგად კი იღუპებიან ადამიანები. ამ პირობებში პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე და ყველა იმ შედეგზე, რაც ამას მოყვება, როგორც ეკონომიკის, ასევე ჯანდაცვის, ასევე კრიმინალური ვითარების თვალსაზრისით, უნდა აიღოს ხელისუფლებამ.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
სამადაშვილი აჭნიშნული განცხადებით ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის შესაძლო გაგრძელ;ებას გამოეხმაურა.
დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე კენჭისყრას 22 აპრილს ჩაატარებენ, მანამდე კი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დეკრეტი უნდა გამოსცეს. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას დეპუტატების უმრავლესობის ხმა დასჭირდება.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვიდრე მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას არ წარადგენს, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ისინი მხარს არ დაუჭერენ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული.