ახალი ამბები მთავარი სამართალი

“35-38 წლის ბიჭები იქნებოდნენ, მეგობრები იყვნენ..” – მულახის თემის რწმუნებული სოფელში მომხდარ მკვლელობაზე

მესტიაში, სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მულახის თემის რწმუნებულის, სოსო ზურაბიანის განცხადებით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები არიან ორივენი. ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა მკვლელობა. შელაპარაკება ჰქონიათ, გარდაცვლილი ნასვამი ყოფილა. გაისროლა თანამშრომელმა. ორივე სამსახურში იყო. ის მეორე არ არის დაკავებული. არავინ იცის, გაიქცა იქიდან სადღაც ტყეში გავიდა, ეძებენ და ვერ პოულობენ. 35-38 წლის ბიჭები იქნებოდნენ, მეგობრები იყვნენ”, –  აღნიშნული განცხადება სოსო ზურაბიანმა “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.

შეგახსენებთ რომ, მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

იტვირთბა....