ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში საკვებით 50-მდე პირი მოიწამლა

ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, საკვები პროდუქტით 50-მდე პირი მოიწამლა.

აღნიშნული ფაქტი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დაადასტურა.

მისი თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და მათგან ორი მათგანი იყო საყურადღებო, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს

„50-მდე პირის საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იყო ორი დღის წინ. ორი მათგანი იყო საყურადღებო, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კვლავ კარანტინში დაბრუნდნენ. სხვა შემთხვევები იყო მსუბუქი. შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ნიჟარაძის განცხადებით, ყველა მოქალაქე თავს კარგად გრძნობს. გამოკვლევის შემდეგ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები 399-მდე გაიზარდა. მათგან  93 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი.

 

იტვირთბა....