ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკოორდინაციო საბჭო ხვალ ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის შესაძლო გაგრძელებაზე იმსჯელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ყველა სახის ავტომობილით გადაადგილება აკრძალულია 21 აპრილის ჩათვლით, ოთხშაბათამდე.

გახანგრძლივდება თუ არა ავტომობილებით გადაადგილების  აკრძალვა, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს. ხოლო, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.

მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.

შეგახსენებთ, ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 17 აპრილიდან ახალი შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება და სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.

ამასთან, ცნობისთვის, ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფემ, იოანე გამრეკელმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება და სავარაუდოდ, საფლავებზე გასვლაც შესაძლებელი იქნება, რადგან შეზღუდვები 21 აპრილამდეა დაწესებული.

იტვირთბა....