ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის” – მეუფე იოანე

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე, იოანე გამრეკელის განცხადებით, 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, საფლავებზე გასვლაც შესაძლებელი იქნება, რადგან შეზღუდვები 21 აპრილამდეა დაწესებული.

“რაღაც შეზღუდვა დააწესა ხელისუფლებამ ჩვენზე ზრუნვის გამო, რომ ჩვენ რამე არ დაგვემართოს. ორშაბათს მკაცრი რეგულაციები დააწესა და თქვა, რომ 21-მდე იქნება და 21 სამშაბათია.

ასე რომ, სამშაბათს ჩვენ დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, მოვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. მივულოცავთ მათ ქრისტეს აღდგომას და იმ დღეს მე მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ”, – განაცხადა მეუფე იოანემ.

იტვირთბა....