ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

თბილისის ანძა გერმანიის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

“საქართველო თქვენ გვერდით არის! ერთად დავამარცხებთ პანდემიას!” – ამ მესიჯს საქართველო გერმანელ ხალხს უგზავნის.

საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და აზერბაიჯანის დროშების ფერებში გაანათა.

იტვირთბა....