ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის სასაფლაოების შესასვლელებს პოლიცია აკონტროლებს

თბილისის სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული შეზღუდვების თანახმად, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები დაწესდა.

მთავრობის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.

„აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას“, – განმარტავენ საქართველოს მთავრობაში.

იტვირთბა....