ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება” – პუტინი

“რუსეთში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს, ხელისუფლება ყველა დონეზე მუშაობს შეთანხმებულად, ორგანიზებულად და პასუხისმგებლიანად”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება თვალყურს ადევნებს, თუ როგორ ვითარდება ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია სხვა ქვეყნებში.

პუტინის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 36,7 ათას ადამიანს შეადგენს, მათგან 3 000 გამოჯანმრთელებულია, ხოლო გარდაცვლილია 313 პაციენტი.

იტვირთბა....